"ნაცების" მხარდაჭერა ყველაზე დიდი ღალატია, სარალიძე და მაჩალიკაშვილი დიდ შეცდომას უშვებენ"

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი ფეისბუქზე ზაზა სარალიძასა და მალხაზ მაჩალიკაშვილის გადაწყვეტილებას ეხმიანება. სარალიძე და მაჩალიკაშვილი ფილარმონიაში "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მივიდნენ.

"ცხრა წლიანი რეჟიმი ვინც საკუთარ თავზე გამოსცადა, რაც არ უნდა მოხდეს დღეს "ნაციონალების მხარდამჭერი" მაინც არ გახდება! სარალიძე და მაჩალიკაშვილი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ვაშაძის მხარდაჭერით, მთავრობასთან თუ აქვთ პრეტენზია, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ რა დაუშავა, ნაცების დაბრუნებას, რომ ნატრობენ?

საკუთარი სამართლის საპოვნელად ქვეყნის გაწირვისთვისაც კი მზად არიან! არ მინდა ეხლა ბანალური ახსნები იმაზე, თუ რა გადაიტანეს, ბავშვები კი არა ძაღლს, რომ კლავენ, იმაზე ვხდები ცუდად, მაგრამ ნაციონალების მხარდაჭერა ყველაზე დიდი ღალატია რაც კი შეიძლება იმოქმედო ადამიანმა! ვაშაძის გვერდით რა სამართალს ეძებენ როცა მათი რეჟიმი უმოწყალოდ კლავდა და აწამებდა ხალხს და ცხრა წლის მანძილზე გენოციდი მოუწყეს საკუთარ ქვეყანას?!"- წერს ინგა ბერიკაშვილი.