"ამათ “ოცნების” წასვლა კი არა, “ნაცების” მოსვლა უნდათ, ამისთვის ეწყობა სამარცხვინო ცირკი"

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას სამარცხვინო შოუს და ცირკს უწოდებს.

"არიქა, როგორ აკადრებ შვილმკვდარ მამას, რომ მას პოლიტიკასთან რამე შეხება აქვსო?! ეს როგორ შეიძლებაო! არაადამიანები ხართო! როგორ სწამებთ

შვლიმკვდარ მამას, რომ ნაცებთან დგასო! ასეთ რამე როგორ უნდა დააბრალო, არ გრცხვენიათო! ასეთი მძიმე შეურაცხყოფა როგორ უნდა მიაყენოო?!

და ახლა, რომ მივიდნენ ორივე და ღიად გამოუცხადეს მხარდაჭერა ნაცების კანდიდატს, ეგ როგორაა? უკვე აღარ არის "შეურაცხმყოფელი" შვილმკვდარი მამებისთის პოლიტიკაში ჩართვა? უკვე მოსულა და არაა პრობლემა? "აბა, რაღა ექნათო?!" - მკითავთ ახლა "ტვ- პირველის" დემაგოგი ჟურნალისტებივით!

"რა ვიცი, ვთვათ მხარი დაეჭირათ თემურ შაშიაშვილისთვის ჰა? ან ვინმე სხვისთვის - რაღა ნაცებს დაუჭირეს მხარი? საქმეც ეგაა ძვირფასებო, რომ ამათ "ოცნების" წასვლა კი არ უნდათ, არამედ "ნაცების" მოსვლა უნდათ!

აი, ამაშია საქმე! "ოცნება", რომ წავიდეს და მაგალითად, "პატრიოტთა ალიანსი" მოვიდეს არც ეგ უნდათ! იმენა "ნაცები" უნდათ და მიშა და ახალაიები! აი, ამაშია საქმე და ამისთვის ეწყობა მთელი ეს საოცრად სამარცხვინო შოუ და ცირკი, სადაც ამაზრზენად ვაჭრობენ გარდაცვლილი ბავშვით!

"წამოცდა კიდევაც ორიოდეჯერ მაგ კაცს - "აუხ, რატომ არ არის ახლა ის დრო?"-ო! და იცით რატომ უნდა მას "ის დრო", როდესაც (თითქმის დარწმუნებული ვარ!) ზონდერობდა? აი, იმ დროში, მ.კ-ს დაპატოიმრებას კი არ მოითხოვდა ქუჩაში დგომით, არამედ მთელ მაგ არასრულწლოვან ბავშვებს, ვინც დაკავშრებულია მისი შცვილის მკვლელობასთან, ოჯახებიანად შეაყრევინებდა ციხეში და იქ აწამებდა, სულს ამოხდიდა, გადაუვლიდა, გაანადგურებდა! ახლა, სამართლებრივ სახელმწიფოში მთელ ამ სადიზმს ვერ ახორციელებს და მაგიტომ იბოღმება! ღმერთმა ნუ ქნას (და არც იზამს!) რომ მართლა მიაღწიონ ამათმა რამეს, თორემ სისხლის ღვრა, ჩაგვრა, წამება მკვლეობების და სადისტობები მერე ნახეთ თქვენ!", - წერს ბაკურ სვანიძე.