სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გაისეირნება, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატების შეთავაზებას.
„სალომე ზურაბიშვილის დებატების შეთავაზება ჩემთვის ისეთივე გამოწვევაა, როგორც რუსთაველზე გაისეირნება. რომელ ეროვნულ არხზეც ინებებს, როცა ინებებს, რა კომპოზიციაშიც ინებებს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელიც არც დამოუკიდებელია არც დიპლომატი, არც ქართველი არაა. ერთი თხოვნა მაქვს, ცოტა ქართულ გრამატიკაში წაიმეცადინოს სანამ შემხვდება", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.