დიდი ასტეროიდი SP1 დედამიწისკენ მოფრინავს და მას 3 ოქტომბერს მოუახლოვდება, - აცხადებენ ამერიკულ კოსმოსურ სააგენტოში NASA. მისი სიგრძე 70-დან 160 მეტრამდეა, რაც დაახლოებით ფეხბურთის მოედნის (90-დან 120 მეტრამდე) თანაზომადია, - წერს Express-ი.
ციური სხეულის მოძრაობის სიჩქარე საათში დაახლოებით 60 ათასი კილომეტრია. 3 ოქტომბერს მასსა და დედამიწას შორის მანძილი მინიმალური - 5,87 მილიონი კილომეტრი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მანძილი დედამიწას და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე 15-ჯერ დიდია, ასტრონომებმა ის დედამიწასთან დაახლოებულ ობიექტად აღიარეს, რადგან დისტანცია შედარებით მცირეა.
SP1 პირველად 19 სექტემბერს შეამჩინეს.
მაისში დედამიწას მოუახლოვდა ასტეროიდი 2010 WC9. ის პლანეტას დაახლოებით 203 ათასი კილომეტრის მანძილზე დაუახლოვდა (მთვარეს და დედამიწას შორის მანძილის დაახლოებით ნახევარი).