გოგა ხაინდრავა: თუ ამ ქვეყანას გონება არ დაუკარგავს...

გოგა ხაინდრავა: თუ ამ ქვეყანას გონება არ დაუკარგავს...

„თუ ამ ქვეყანას გონება არ დაუკარგავს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეა, იმიტომ, რომ ეს არის ქრისტიანი ხალხის ქვეყანა, მართლმადიდებელი ხალხის ქვეყანა და გონიერი და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, პირველივე ტურში დაანგრევს ამ ბნელ ძალას და იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს, ბუნებრივია, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით!“ - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან“ ინტერვიუში საუბრისას განაცხადა.

გოგა ხაინდრავას თქმით, „პოლიტიკოსი, რომელმაც დღეს შეიძლება ძალიან დიდი სამსახური გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტის რანგში იმ უფლებამოსილებით, რაც დღეს პრეზიდენტს გააჩნია, არის სალომე ზურაბიშვილი“.

„ყველაზე მეტად მომზადებული, ევროპულად მოაზროვნე, ყველაზე მეტად გათვითცნობიერებული და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, რომელმაც დღეს შეიძლება ძალიან დიდი სამსახური გაუწიოს საქართველოს პრეზიდენტის რანგში იმ უფლებამოსილებით, რაც დღეს პრეზიდენტს გააჩნია, არის სალომე ზურაბიშვილი. თუ ამ ქვეყანას გონება არ დაუკარგავს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეა, იმიტომ, რომ ეს არის ქრისტიანი ხალხის ქვეყანა, მართლმადიდებელი ხალხის ქვეყანა და გონიერი და ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, პირველივე ტურში დაანგრევს ამ ბნელ ძალას და იმედი მაქვს, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს, ბუნებრივია, ქართველი საზოგადოების მხარდაჭერით!“ - განაცხადა ხაინდრავამ.