ამ სამიდან ვერცერთი ვერ ბედავს შალვა ნათელაშვილთან დებატებზე დაჯდომას, - გუგავა ვაშაძეზე, ბაქრაძესა და ზურაბიშვილზე

ამ სამიდან ვერცერთი ვერ ბედავს შალვა ნათელაშვილთან დებატებზე დაჯდომას, - გუგავა ვაშაძეზე, ბაქრაძესა და ზურაბიშვილზე

„რეალურად თუ დავუკვირდებით, სამივე კანდიდატი ერთი ხელისუფლებიდან მოდის და ერთმანეთთან თავს კონფორტულად იგრძნობენ. მათ ერთმანეთზეც ბევრი აქვთ სათქმელი. დებატიორებად ირჩევენ იმათ, ვისაც ერთმანეთზე ბევრი აქვს წამოსაძახებელი და წარსულიც ერთნაირი აქვთ,“ – ამის შესახებ პრეზიდენტობის სამი კანდიდატის მოსალოდნელი დებატებზე „რეზონანსთან“ საუბრისას „ლეიბორისტული“ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დებატებში პრეზიდენტობის მხოლოდ ორი კანდიდატი - გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე, გამოიწვია, რაზეც გიორგი გუგავამ აღნიშნა, რომ შალვა ნათელაშვილთან აღნიშნული სამი პირიდან „ვერცერთი ვერ დაჯდება“, რადგან მათ „საერთო პოლიტიკური წარსული“ აქვთ და „ერთმანეთზეც ბევრი აქვთ სათქმელი“.

„შალვა ნათელაშვილთან დებატებში ვერცერთი ვერ დაჯდება გამომდინარე იქიდან, რომ მათ პოლიტიკური წარსული შავბნელი ლაქებით არის მოთხუპნული და ამიტომაც, ვერ გაბედავდნენ ამ დებატებში მონაწილეობას. დებატიორებად ირჩევენ იმათ, ვისაც ერთმანეთზე ბევრი აქვს წამოსაძახებელი და წარსულიც ერთნაირი აქვთ.

„საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ცნობილია, არის სახელმწიფო მეთაური და მთავარსარდალი. არ შეიძლება ამ თანამდებობაზე ვიღაცის პროტეჟე, ვიღაცის მარიონეტი იყოს. პრეზიდენტის პოსტი უნდა ეკავოს გამოკვეთილ ლიდერს, როგორიცაა შალვა ნათელაშვილი. დანარჩენები ვიღაცის ინტერესების გამტარებლები და ვიღაცის ნების აღმსრულებლები არიან. დებატებში გამარჯვებული ხდება ის, ვინც არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ საქართველოში, სამწუხაროდ, უკუღმაა ყველაფერი,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.