“როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?“ – მედოევის ბრალდება

“როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას?“ – მედოევის ბრალდება

საქართველოს პრემიერის განცხადებები მეგობრობაზე არალოგიკურად ჟღერს იმის ფონზე, რომ სამხრეთ ოსეთი მეზობელი ქვეყნის მხრიდან ბიოლოგიური საფრთხის ქვეშ დგება – აცხადებს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი.

„ჩვენ კვლავ მეგობრებსა და თანამოქალაქეებს გვეძახიან. კვლავ ძველ სიმღერას მღერიან. უფრო ლოგიკური იქნებოდა, თუ ბატონი ბახტაძე თავის ამერიკელ მეგობრებს შეეკითხებოდა – როდემდე აპირებენ სამხრეთ ოსეთის აზიური ფაროსანათი მოსპობას? საქართველოს პრემიერის გამოსვლა იმის ფონზე მოხდა, როდესაც სამხრეთ ოსეთში აზიური ფაროსანის არსებობა ფიქსირდება. ჩვენ უკვე დავინახეთ თუ რა გამოიწვია ამან აფხაზეთში და არ გვსურს ამ სცენარის ჩვენთან განმეორება. ჩვენთვის ეს საფრთხეა“, – დასძინა მან.