ბლოგერი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
ბოლო პერიოდში, შენიშნავდით, რომ ოდნავ აგრესიული გავხდი, როცა ქალების უფლებებზე ვსაუბრობ, ალბათ ხვდებით რატომაც!
რაც გოგოს მამა გავხდი, თითქოს ყველა ეს პრობლემა, ასჯერ უფრო აქტუალური გახდა! დიახ:
1. ყველა მოძალადე კაცი, რომელსაც ქალი მონა ჰგონია – ჩემი მტერია!
2. ყველა ციცო დეიდა, ვინც რძლებს თავისი შვილის მომვლელად აღიქვამენ -ისინი ჩემი და პოტენციურად ჩემი გოგოს მტრები არიან!
3. ის ნაბიჭვრებიც, მოკლე კაბიან გოგონას გასაუპატიურებლად რომ თვლიან
4. ის პენისზე დახამებული *ლეებიც, ბიჭის მოლოდინში გოგო შვილებს აბორტებით რომ ხოცავენ!
5. ის არაკაცებიც, ქალის ტრუსს ისტერიკებით რომ დარაჯობენ ბოზობის შიშით და თვითონ ერთი სული აქვთ სადმე რამე შეყონ!
ჩემი გოგო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი ქალი იქნება და აუცილებლად გადავუვლი ზედ ყველას, ვინც მისი განვითარების პროცესის შეფერხებას შეცდება!
არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა, ნებისმიერი ქალის დაკნინების მცდელობა, პოტენციურად ელენას დაკნინების მცდელობაა, ქალებზე ფიზიკური თუ მორალური ძალადობა, მომავალში ელენას საფრთხეებს ზრდის.
ჰოდა მიფრთხილდით, ომს ვიწყებ და ვერავინ გადამირჩებით ბნელთა ჯოგიდან!