ეს შეკითხვები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენს ოჯახურ მდგომარეობას გვერდიდან შეხედოთ და გადაწყვიტოთ, თუ როგორ მოიქცეთ.
თავდაპირველად ეს ტესტი განკუთვნილი იყო იმისათვის, რომ თქვენი ქმრისთვის გეკითხათ - ბედნიერი ქორწინება აქვს თუ არა? მაგრამ ოჯახი არ არის მხოლოდ ქმარი, ამიტომ ასეთი შეკითხვები ორივე მხარეს უნდა დავუსვათ.
უკანასკნელად როდის შეხვდით მეგობრებს ცალ-ცალკე? თუ თქვენ მიწებებული ხართ ერთმანეთზე და არ გაქვთ ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია პარტნიორთან, ეს ნიშნავს ავადმყოფურ დამოკიდებულებას.
შეეცვალა თუ არა ბოლო დროს ჩვევები ერთ-ერთ თქვენგანს? თუ პასუხია - კი, ხომ არ ნიშნავს ეს დაღლილობას, სტრესს და რუტინის შეცვლის მცდელობას?
როგორ ფიქრობთ, საით მიდის თქვენი ურთიერთობა? გულწრფელი პასუხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ უმეტესობას ურჩევნია თავის თავს დაუსვას ეს შეკითხვა.
როდესაც ფიქრობთ თქვენს ურთიერთობაზე, რომელი ზედსართავი სახელით შეამკობდით საკუთარ თავს?
ბოლოს როდის მოეხვიეთ ერთმანეთს? ეს მნიშვნელოვანი მარკერია, რადგან ჩახუტება ეხმარება ორგანიზმს გამოიმუშაოს ბედნიერებისა და კმაყოფილების ჰორმონი - ოქსიტოცინი.
რა გაიძულებთ იგრძნოთ თავი მნიშვნელოვან ადამიანად ურთიერთობაში? როგორია პარტნიორის მიმართ თქვენი ქცევა და საპასუხო რეაქცია?
როგორია თქვენი სიყვარულის ენა? იცით თუ არა, რომ თქვენი პარტნიორისთვის სიყვარულის ყველაზე ნათელი გამოხატულება იქნება: ერთობლივი სამუშაო, სხეულით კონტაქტი, საჩუქრები ან სიტყვიერი მოფერება? მან იცის, რა იქნება
სიყვარულის გამოხატულება თქვენთვის?
რას ელით ურთიერთობისგან და რას არ იღებთ ორივე?
როგორ გგონიათ, თქვენი პარტნიორი ფიქრობს თქვენზე?
როგორია თქვენი ოჯახის პრიორიტეტები ახლა? ემთხვევა თუ არა ისინი თქვენი პარტნიორის პრიორიტეტებს?
რა ცხოვრებისეული ფასეულობები გაქვთ თქვენ და თქვენ პარტნიორს? ემთხვევა ერთმანეთს?
არის ისეთი რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ პარტნიორის?
არის ისეთი რამ, რისი თქმისაც გეშინიათ?
რამდენად მოგწონთ თქვენი სექსუალური ცხოვრება?
რამდენად კარგ მშობლებად თვლით თქვენს თავს?
თვლით თუ არა, რომ პარტნიორი გაფასებთ?
თვლით თუ არა, რომ ძალიან შეიცვალეთ ქორწილის დღის შემდეგ?
შეგიძლიათ არ დაეთანხმოთ ერთმანეთს ისე, რომ არ იჩხუბოთ?
უსმენთ თუ არა ერთმანეთს?
მზად ხართ თუ არა შეიცვალოთ ერთმანეთისთვის?
როდესაც ამ კითხვებს სვამთ, გაგიადვილდებათ გაგება იმისა, თუ რა უნდა მოიმოქმედოთ, რათა თქვენი ურთიერთობა უკეთესი გახადოთ (თუკი ეს გსურთ). ან მიხვდეთ იმას, რომ თქვენმა ურთიერთობამ ამოწურა ყველა რესურსი და ახლა ილუზიაში ცხოვრობთ. მაშინ აღარ ღირს იმის რეანიმირება, რაც დიდი ხნის მკვდარია.
ორივე ვარიანტში თქვენი გადასაწყვეტია...