მილიონობით ადამიანისთვის დილა ფინჯანი ყავის გარეშე წარმოუდგენელია. თითქმის ყველა ქვეყანაში მისი მომზადების უნიკალური რეცეპტი აქვთ და ყველა გემო აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
ვნახოთ როგორ ყავას ამზადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.
1. ვიეტნამი: ყავა კვერცხით - ყავის მომზადების დროს ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი ვიეტნამში კვერცხია, ასევე ვიეტნამელები მას ამატებენ რძესა და შაქარს.
2. ფინეთი - ადგილობრივი წესით მომზადებული ყველის ნაჭერი ყავის განუყოფელი ნაწილია.
3. იტალია: ესპრესო - იტალიელები კლასიკურ ესპრესოს ლიმონის ნაჭერს ამატებენ.
4. არგენტინა: ლაგრიმა - ძლიერ ყავას არგენტინელები ქაფიან რძეს ამატებენ. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს არის რძე ყავით და არგენტინელების საყვარელი სასმელია.
5. ესპანეთი - ეს არის ესპრესო შესქელებული რძით, რაც მას განსაკუთრებულ გემოს აძლევს.
6. მაროკო: ყავა პილპილით - ყავას მარაოკოელები შავ პილპილს ამატებენ. ამ კომბინაციით უჩვეულო არომატს იღებენ.
7. ჰონგ კონგი: ყავა ჩაის არომატით - ადგილობრივები ყავას უჩვეულო რეცეპტით ამზადებენ, ჩაის ფოთლების გარდა ისინი ყავაში ამატებენ ცოტაოდენ რძესა და პილპილს.
8. საბერძნეთი - ბერძნები ყავას ამზადებენ ნაყინით, რძით და ყინულებიანი წყლით.
9. გერმანია - ეს არის ყავა ალკოჰოლით. გერმანელების ნაწილს უყვარს, როცა კოფეინს ცოტაოდენ რომს ამატებს.
10. სენეგალი - ჩვეულებრივი ყავა სენეგალელებისთვის პილპილის გარეშე წარმოუდგენელია.
11. თურქეთი: ყავა ნივრით და თაფლით.
12. იამაიკა: ყავა ფორთოხლით - ფორთოხლის გარდა იამაიკური ყავის განსაკუთრებული ნაწილია მცირეოდენი რომი.