უკვე რამდენიმე თვეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ LG კომბინირებულ ჭკვიან ჰიბრიდულ საათზე მუშაობს. ამის შესახებ Engadget-ი წერს.
გამოცემა VentureBeat-ის ტექნოლოგიური მიმომხილველი ევან ბლასი მიკრობლოგ Twitter-ზე წერს, LG-ს ახალი ჭკვიანი საათი სავარაუდოდ 3 ოქტომბერს სხვა სიახლეებთან ერთად გამოვა.
როგორც მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, ჰიბრიდულ საათს 1.2 ინჩიანი ეკრანი, 768MB ოპერატიული მეხსიერება და 4GB ტევადობა ექნება. მოწყობილობას არ ექნება GPS-ის ან NFC-ს ფუნქცია.
3 ოქტომბრის ღონისძიებაზე გამოჩნდება LG-ს ხუთკამერიანი მობილური ტელეფონის პრეზენტაციას გაიმართება.