თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის მიერ გაკეთებულ კომენტარს ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივაზე გამოეხმაურა, რომელიც კონსტიტუციაში ე.წ. ჭუჭუს წელვის აკრძალვას ეხება.
როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” განაცხადა, სამარცხვინოა რომ ამდენი პრობლემის ფონზე, კალაძე განცხადებებს აღნიშნულ საკითხზე აკეთებს.
„კალაძე და ჯაფარიძე რითიც არიან დაკავებულნი, იმაზე საუბრობენ ეს ორი დღეა. ქალაქის მერს სხვა სადარდებელიც უნდა ჰქონდეს ამ მონჯღრეულ ქალაქში, ვიდრე ჯაფარიძის ღლიცინ-მაიმუნობა“, - განაცხადა ელისაშვილმა.