თბილისში ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ - დაშავებულია 4 ადამიანი

თბილისში ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ - დაშავებულია 4 ადამიანი

ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე, თანასწორობის მოძრაობის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით დაშავებულია 4 აქტივისტი.

"ჩემს მეგობარს ყელში წაუჭირა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, ასევე, ჩემს მეგობარს გაარტყა, რომელსაც ეტყობა ფიზიკური დაზიანება, მეც მომაყენა ფიზიკური დაზიანება. ტანისამოსი შემოგვახია. აქ იყო მობილიზებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო. მე ველოდები, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და მიიყვანენ ბოლომდე," - განაცხადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა