ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში, კულულით ვატარებდი რეგიონებში, სათითაოდ მივიყვანდი გაჭირვებულ ოჯახებში და ვანახებდი, იგონებს თუ არა რომელიმე ჟურნალისტი, - ამის შესახებ განცხადება ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ სიღარიბე შემცირდა, სამარცხვინოა.
„ვუყურებდი კობახიძეს და გამაოგნებელი იყო, სიღარიბე არ არისო და ეს ღარიბ ხალხს რომ ალაპარაკებთ, ჩაწერილიაო. ირაკლი კობახიძეს კულულში მოვკიდებდი ხელს და ჩავიყვანდი მეტროში, ამოვიყვანდი ნავთლუღის ბაზართან, ვაგზალზე, დიდუბის მეტროდან, რომ გამოდიხარ და ვანახებდი ხალხი რა დღეშია. კულულით ვატარებდი რეგიონებში, სათითაოდ მივიყვანდი გაჭირვებულ ოჯახებში და ვანახებდი, იგონებს თუ არა რომელიმე ჟურნალისტი. დადის ჯიპით, 800 დაცვის მანქანით, მაგასაც მთელი მსოფლიო მოსაკლავად არ დასდევდეს და უშველებელ კაბინეტში ზის, საიდანაც არაფერი ჩანს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში "7VS1".