ელისაბედ მეორეს მისალმებისთვის „სათადარიგო ხელიც“ აქვს

ელისაბედ მეორეს მისალმებისთვის „სათადარიგო ხელიც“ აქვს

დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ მეორეს მისალმებისთვის „ხელოვნური ხელიც“ აქვს. ინფორმაციას სამეფო ოჯახის ამ საიდუმლოს შესახებ ტაბლოიდური გამოცემა Daily Mirror-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით მოწყობილობა ხის კონსტრუქციაა, რომელსაც ხელთათმანი აცვია. ხელოვნური ხელის მართვა ადვილია.

პრინცესა ანას მონაყოლის მიხედვით, ხელოვნური ხელი ელიზაბედ მეორეს რამდენიმე წლის წინ ავსტრალიელმა სტუდენტებმა აჩუქეს. პრინცესა ამბობს, რომ დედოფალს საჩუქარი მოეწონა, თუმცა ის საჯაროდ არასდროს გამოუყენებია, ხელოვნური ხელი სამეფო ოჯახის ხუმრობის თემა ხშირად ყოფილა.

ელისაბედ მეორე 92 წლისაა და სამეფო გვირგვინი თავზე 66 წლის წინ დაიდგა.