ოპერის მომღერალი თამარ ივერი 27 სექტემბერს გმირთა მოედანზე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მისვლას სოციალურ ქსელში შემდეგი სტატუსით ეხმაურება.
„ქალბატონი კანდიდატი, რომ ქალაქის მერთან და მთავრობის ხალხთან ერთად ოფიციალურ რეჟიმში ბრძანდებოდა გუშინდელი დღის პროტოკოლურ მიღებებზე… ეს ნორმალური ფაქტია? ის ხომ ერთ-ერთი რიგითი კანდიდატია? მაშინ რაღა საჭიროა საერთოდ 28 ოქტომბრის “არჩევნობანას” პოლიტიკური სპექტაკლის გამართვა? ეს ხომ უკვე აშკარა წინასაარჩევნო რეკლამა-აგიტაცია და მიკერძოებულობის დემონსტრირებაა დამოუკიდებელი კანდიდატის მიმართ? გასაგებია მათი ოფიციალური მხარდაჭერა, მაგრამ ცერემონიებზე უკვე მათთან ერთად სიარული და პოზირება… ცოტა ნაადრევი, “ხბოს აღტაცების” მსგავსი ნაბიჯები ხომ არ არის კანდიდატის მხრიდან?
ქალაქში უცაბედად გამოჩენილი 48-ნომრიანი უზარმაზარი “აგრესიული პიარ” ბილბორდებიც კი უკვე მეტყველებს მმართველი ძალის მიერ კანდიდატის ტურბო დაფინანსებაზე!
პ.ს. მაგრამ მაინც ხალხი წყვეტს ყველაფერს და იმედი მაქვს, რომ ჭრელა-ჭრულა ბილბორდებზე,”დაჩის ან სალის ზღაპრებზე”და “ფოჩიან კამფეტებზე”უკვე აღარ გაიყიდება“, – წერს თამარ ივერი.