მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ნაცანალისტები ყველაფერში ყალბები იყვნენ, მათ შორის „პრო-დასავლურობაში“, ისინი, ტოტალიტარული რეჟიმების მოტრფიალენი და საქართველოს, ყველაფერი ქართულის მოძულე არიან, რაშიც დავრწმუნდით 9 წლის განმავლობაში (პირადად მე, ადრეც ვიცოდი და ხმამაღლაც ვამბობდი, რომ ძალიან საშიშ ხალხს ვუგდებდით ხელში ძალაუფლებას, რის მერეც გასასტიკდებიან... ყველაფერი ასეც მოხდა)... მიჰა სააკოვის ავტოკრატია, ტირანიაში გარდამავალი, ვისაც ენატრება, უბრალოდ სადო-მაზოხისტი მანიაკია, ჩემი აზრით..“ - წერს მანჩო გიორგობიანი და ბიძინა გიორგობიანის სტატუსს აზიარებს, რომელსაც გთავაზობთ:
„ძალიან კარგია, რომ გაერო-ში მამუკა ბახტაძემ ქართულად გააკეთა მოხსენება. საერთაშორისო კონფერენციებზე, წინასწარ დაგეგმილი გამოსვლების სინქრონული თარგმანი აუცილებლად უზრუნველყოფილია.
უცხო (ინგლისურ) ენაზე სიტყვა არაფერს მატებს, არც ორატორს და არც ქვეყანას. მითუმეტეს ანაქრონიზმია დამტვრეული ინგლისურით მოსაუბრე ქართველები, ევროკავშირის ტრიბუნებიდან (ევროკავშირისა რომელიც ინგლისმა კარგა ხანია დატოვა და ინგლისურს, სამუშაო ენებიდანაც უპირებენ ამოღებას, როგორც გავიგე), ქართული ენის დამალვის პრაქტიკა დაინერგა 2003 წლიდან ე.წ. რეფორმატორების მიერ, აქციის მოტორი კი შემდეგი იყო - აი როგორი მოინგლისურე ახალგაზრდები ვებრძვით რეტროგრად ქართველებს. მე პირადად დღევანდელი ფაქტი მიხარია“, - წერს ბიძინა გიორგობიანი.