სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური საფეხბურთო კლუბი „მონცა“ იყიდა

სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური საფეხბურთო კლუბი „მონცა“ იყიდა

82 წლის იუბილემდე ერთი დღით ადრე სილვიო ბერლუსკონიმ იტალიური საფეხბურთო კლუბი „მონცა“ შეიძინა. ამის შესახებ Football Italia წერს. 

ირკვევა, რომ ამ დროისთვის საფეხბურთო კლუბი სერია C-ში ასპარეზობს. 

„მონცას“ ხელმძღვანელობაში ბერლუსკონისთან ერთად იქნება „მილანის“ ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ადრიანო გალიანი. 

სილვიო ბერლუსკონი 31 წლის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „მილანის“ მფლობელი იყო. 2017 წელს მან „მილანი“ ჩინელ ინვესტორს მიჰყიდა.