ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას უპასუხა, იმასთან დაკავშირებით, რომ ის "შავი ძალის ორივე სახეს“ იწვევს დებატებში.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველოში ბნელეთის ძალები და ბნელეთის მოციქულები ივანიშვილის ხელისუფლება და „ქართული ოცნებაა“:
„საქართველოში ბნელეთის ძალები და ბნელეთის მოციქულები საქართველოს მოქალაქემ, საქართველოს მოსახლეობამ, ერმა და ბერმა იცის ერთი, ეს არის „ქართული ოცნება,“ ამიტომ ივანიშვილს თუ იწვევს დებატებზე დიდი სიამოვნებით ვუყურებ ჩვენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე როგორ შეხვდება ორი ბნელეთის მოციქული. რაც შეეხება, გაერთიანებულ ოპოზიციას, არ არის ნაციონალური ტელევიზია, არ არის ეროვნული არხი, სადაც ჩვენ თანახმა არ ვიქნებით, რომ მივიდეთ იქ. იმიტომ, რომ უნდა დაველაპარაკოთ ადამიანს, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, არ არის დიპლომატი, არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი, არ არის კანდიდატი და არ წარმოადგენს არავის საქართველოში. ამიტომ დიდი სიამოვნებით, სადაც იტყვიან, როდესაც იტყვიან, რასაც იტყვიან, სიამოვნებით შევხვდებით ყველა საქართველოს ეროვნულ ტელეარხს და აბა ვნახოთ, თუ ეყოფა ე.წ. "ქართული ოცნების" ხელდასმულ ე.წ. კანდიდატს გამბედაობა, მოვიდეს ყველა ეროვნულ არხზე.“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.