ფეისბუკის 50 მილიონი ექაუნთი უცნობმა ჰაკერებმა გატეხეს, ამის შესახებ ფეისბუკზე ინფორმაცია სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა გაავრცელა.
ცუკერბერგის თქმით, უსაფრთხოების სისტემაში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება გუშინ მოხდა და კომპანიამ პრობლემა უკვე აღმოფხვრა.
Facebook-ის დამფუძნებელის თქმით, ჯერჯერობით უცნობია მოხდა თუ არა ჰაკერების მიერ მიღებული ინფორმაციის ბოროტად გამოყენება.
ცუკერბერგის განცხადებით, შესაბამისი ღონისძიებები უკვე გატარდა და ყველა ექაუნთი სისტემიდან გაითიშა, ამ ექაუნთის მფლობელებს სოციალურ ქსელზე წვდომის მოპოვება თავიდან მოუწევთ.