არიან ადამიანები, რომლებსაც გაუმართლათ და თაფლისფერი თვალებით დაიბადნენ. მათ ღრმა და მიმზიდველი მზერა აქვთ. თუმცა, ეს ერთადერთი ბონუსი არაა, რომელიც განგებამ მათ უბოძა!
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თაფლისფერთვალებიან ადამიანებს უნიკალური ხასიათი აქვთ. გადახედეთ თაფლისფერთვალებიან ნაცნობებს და ახალ აღმოჩენებს გააკეთებთ.
თაფლისფერთვალებიანი ადამიანი უფრო მეტ ნდობას იწვევს, ვიდრე ცისფერთვალებიანი ადამიანები. ბევრი ერთგული მეგობარი ჰყავს, რომლებიც მხარს უჭერენ და ეხმარებიან ახალ წამოწყებებში.
თაფლისფერთვალებიანების ენერგიულობა, აქტიურობა, მგრძნობიარობა და ცნობისმოყვარეობა ნებისმიერს აღაფრთოვანებს.
ისინი ადვილად პოულობენ სამსახურს, აღწევენ პროფესიულ წარმატებას. ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ დამეგობრება, საერთოს გამონახვა.
ფსიქოლოგები თვლიან, რომ თაფლისფერთვალებიანები მეტად ემოციურები არიან, ვიდრე სხვა ფერის თვალის მქონე მამაკაცები. მათ უკეთ ესმით ქალის და რთულ მომენტში გვერდიდან არ მოსცილდებიან.
თაფლისფერთვალება ქალებს - დიდი გული აქვთ. მზად არიან ყველას დასახმარებლად. სირთულეებს არ უშინდებიან.
თაფლისფერთვალება ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ, მათი კეთილგანწყობით გარშემო მყოფებმა შეიძლება ბოროტად ისარგებლონ.