აშშ-ს ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ კომპანია "Tesla"-ს ხელმძღვანელის ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში იჩივლა, მის მიერ გაკეთებული განცახდების გამო, რომელმაც როგორც მოსარჩელე მხარე აცხადებს აქციონერების დაბნეულობა გამოიწვია, როცა გამოაცხადა, რომ აპირებდა კომპანიის აქციების სრულად ამოსყიდვას და მის კერძო დახურულ კომპანიად გადაქცევას. ამის შესახებ "The Wall Street Journal" იუწყება.
სარჩელი შეტანილია მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში. ფედერალური კომისია ბრალს დებს მასკს, რომ მან არც კი გააფრთხილა და განიხილა აღნიშნული საკითხი პარტნიორებთან. როგორც გამოცემა დასძნეს აშშ-ს კანონმდებლობა კრძალავს კომპანიის ხელმძღვანელობამ ღიად აკეთოს ცრუ განცახდებები და დაბნეულობა გამოიწვიოს ინვესტორებში.
მანამდე კი თავად კომპანიამ დაადასტურა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო ამ საქმეზე ძიება. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ ხელისუფლებასთან.
ილონ მასკი ამ ბრალდებებს უარყოფს და მათ უსაფუძვლოს უწოდებს. ამის შესახებ უკვე ტელეკომპანია “CNBC“ იუწყება მასკის განცხადებაზე დაყრდნობით.
„ეს არის კომისიის უსაფუძვლო აქცია, რომელმაც ძალიან დამაღონა და იმედი გამიცრუა. მე ყოველთვის ვმოქმედებდი სიმართლის ინტერესიდან და ინვესტორებთან ტრანსპარენტულობიდან გამომდინარე. პატიოსნება ჩემი ცხოვრების უმთავრესი ღირებულებაა, ფაქტები მეტყველებენ, რომ მე არასოდეს მომიხდენია საკუთარი თავის კომპრომეტირება“ - აცხადებს ილონ მასკი.
ფედერალური კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის განცახდებით სასამართლოს წაგების შემხთვევაში ილონ მასკი შესაძლოა დიდი ოდენობის თანხით დაჯარიმდეს, თანამდებობის დატოვებამ მოუწიოს ან ციხეში აღმოჩნდეს. ის ხაზს უსვამს რომ სარჩელი გამოიწვევს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, რამაც შეიძლება მასკის პატიმრობა გამოიწვიოს.
შეგახსენებთ ილონ მასკმა კომპანიის აქციების ამოსყიდვის შესახებ განცახდება ტვიტერზე აგვსიტოში დაწერა. ის წერდა რომ თითო აქციაში 420 დოლარს გადაიხდიდა, ვინაიდან ღია საფონდო ბირჟაზე კომპანიის ყოფნა მასზე წნეხს ახდენდა და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უშლიდა განვითარებაში. უკვე აგვსიტოს ბოლოს კი მან განაცხადა რომ "Tesla" დარჩებოდა და განაგრძობდა ღია ტიპის სააქციო კომპანიად ყოფნას და უარი განაცხადა აქციების ამოსყიდვაზე.