"შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში"

პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს. როგორც მმართველი გუნდისგან მხარდაჭერილმა კანდიდატმა აღნიშნა, მის წინააღმდეგ ოპონენტები ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ. იგი დებატებს ნეიტრალურ სივრცეში ითხოვს:

„ვითარდება არაცივილური, არაევროპული, არაღირსეული კამპანია. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ეს ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემ წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყანასთან მიმართებით, რაც წარმოადგენს ერთგვარ წითელ ხაზს. ასეთ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში იმ შავი ძალის წარმომადგენლებთან, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან და არ ჩერდებიან. 

ბევრი ვიფიქრე და ჩავთვალე, რომ უნდა გადავლახო ყველაზე ძლიერი განცდა, რაც მე გამაჩნია. ამიტომ გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და მივიღებ მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში, რათა დავაფიქსირო ჩემი სიმართლე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.