რატომ აღარ ჩანს ზვიად კუპრავა დავით სარალიძის გვერდით აქციებზე?

რატომ აღარ ჩანს ზვიად კუპრავა დავით სარალიძის გვერდით აქციებზე?

რა­ტომ აღარ ჩანს პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე ზვი­ად კუპ­რა­ვა - ეს კი­თხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­ში უკვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა იწ­ვევს ინ­ტე­რესს, მას შემ­დეგ რაც, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს­თან ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი და­ვით სა­რა­ლი­ძის მა­მამ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­ნა­ახ­ლა.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი კუპ­რა­ვა, რო­მე­ლიც რო­გორც ზაზა სა­რა­ლი­ძე ამ­ბობ­და, ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია და აქ­ცი­ებ­ზე თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ედგა გვერ­დით შვილმკვდარ მა­მას, 10 სექ­ტემ­ბრი­დან გა­ნახ­ლე­ბულ აქ­ცი­ებ­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოკ­ლუ­ლი მო­ზარ­დის მა­მის გვერ­დით, ამ აქ­ცი­ებ­ზე ახლა პან­კის­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლის მამა, მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი დგას.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაზა სა­რა­ლი­ძე­სა და ზვი­ად კუპ­რა­ვას შო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი უთან­ხმო­ე­ბა მოხ­და და სა­რა­ლი­ძემ კუპ­რა­ვა სცე­მა კი­დეც. ეს ინ­ფორ­მა­ცია ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა აქ­ტი­უ­რად ვრცელ­დე­ბა "ფე­ის­ბუ­ქის" სხვა­დას­ხვა გვერ­დზე, თუმ­ცა თა­ვად კუპ­რა­ვა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­სუ­ლე­ლეს უწო­დებს, რო­მე­ლიც მისი თქმით, "სუს-ის ბოტ­მა მო­ჯღაბ­ნა".

არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ვერ­სია, რო­მე­ლიც AMBEBI.GE-ს წყა­რომ მი­ა­წო­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზვი­ად კუპ­რა­ვა გარ­კვე­ულ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც მას უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, მო­უ­წო­დებ­და არ მი­სუ­ლიყ­ვნენ პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე. რად­გან გა­მოს­ვლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შო­რის კუპ­რა­ვა აღარ არის, ეს მისი მხრი­დან ერ­თგვარ ნიშ­ნის­მო­გე­ბას წარ­მო­ად­გენს, რომ "ჩემს გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­გი­ვათ".