ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს:
"ყურადღება მიაქციეთ! უკვე დაიწყეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მარიხუანას პირდაპირი რეკლამირება!
დიახ! ლეგალიზების მოთხოვნა კი არა, პირდაპირ მარიხუანას რეკლამირება! დღეს დილით, მარი მალაზონიას სამედიცინო გადაცემაში წამყვანმა კანაფი პირდაპირ გაუტოლა შავ ღვინოს: "ალკოჰოლის შემცველ ნებისმიერ სითხეს, მაგალითად არაყს, ლუდს, შავ ღვინოს მიიღებ თუ კანაფს, ეფექტი ერთნაირია" – ზუსტად ეს სიტყვები თქვა მან! თუ გინდათ გადაახვიეთ და ნახეთ! ეს უკვე დანაშაულია! მესმის, რომ კანაფის მოხმარებისთვის არ უნდა დაიჭირონ ადამიანი და არ უნდა ჩასვან ციხეში! კარგი, ჯანდაბას - არც ლეგალიზებაზე მაქვს გართულება,
მაგრამ ასე უსინდისოდ შეადარო პლანი შავ ღვინოს? მართლა გაუბერეთ თქვენ?" - აღნიშნავს ბაკურ სვანიძე.