“ჩვენ არ ვართ თანამემამულეები” - აფხაზური მხარის პასუხი პრემიერ ბატხაძეს

“ჩვენ არ ვართ თანამემამულეები” - აფხაზური მხარის პასუხი პრემიერ ბატხაძეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელმძღვანელობა იმაში ცდებიან, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს გვიწოდებენ. ჩვენ სხვადასხვა, მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები ვართ, მაგრამ არა ერთი სახელმწიფოსი. თუ ქართველებს სურთ, რომ აფხაზები და ოსები კარგად ცხოვრობდნენ, საქართველომ უნდა შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო იზოლირება"- აცხადებს დე ფაქტო მინისტრი.

საქართველოს პრემიერმა ბახტაძემ გაეროს ტრიბუნიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მიმართა.