მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ოქტომბრის თვეში დაქორწინებას და საცხოვრებლად ავსტრიაში გადასვლას აპირებს. სამომავლო გეგმების შესახებ მან „დღის შოუში“ ისაუბრა. თაკო გაჩეჩილაძის რჩეული ბულგარელი მუსიკოსი ბორის მილანოვია. წყვილმა ერთმანეთი “ევროვიზიაზე” გაიცნო.
„კარიერა აუცილებელია, სიმღერის გარეშე მე თვითონაც ვერ გავძლებ, მაგრამ პირველ რიგში მინდა ბავშვი გავაჩინო, იმიტომ რომ ვფიქრობ დროა და ძალიან მინდა რომ მყავდეს შვილი.“-აცხადებს თაკო გაჩეჩილაძე.