"ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები"- საიას სარჩელს კალაძე "გირჩის" ხუმრობით პასუხობს

სალომე ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებასთან დაკავ შირებით „საიას“ მიერ ცესკოში შეტანილ სარჩელს კახა კალაძე გამოეხმაურა:

"შესაძლოა" მე გამოვიყენე ადმინისტრაციულ რესურსად კობახიძე, კობახიძემ გამოიყენა ადმინისტრაციულ რესურსად კალაძე და ეს ყველაფერი ზურაბიშვილის აგიტაციის ფარგლებში... უსაქმურობა კანონოთ უნდა იკრძალებოდეს“- დაწერა კახა კალაძემ ფეისბუკზე.

აღნიშნულ საკითხს დღეს მედიასთანაც გამოეხმაურა და ორგანიზაციის განცხადებას ხუმრობით გამოეხმაურა:

„ამასთან დაკავშირებით გუშინ ფეისბუკზე სტატუსი დავწერე. დღეს თქვენ დასმულ შეკითხვაზე ზურაბ ჯაფარიძის საინტერესო იდეას ვეთანხმები და მინდა მხარი დავუჭირო მას. წაიკითხეთ, რაც ჯაფარამ დაწერა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას ნამდვილად ვეთანხმები.“- აღნიშნა კალაძემ.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის „იდეას“, გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა 26 სექტემბერს ფეისბუკზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კონსიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სხვა პოლიტიკური ძალების მოთხოვნებთან ერთად გირჩის „მოთხოვნაც“ წამოაყენა:

„დავითაშვილი, ინაშვილი, მოროშკინა ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს თვითდაზიანება და თვითდეგრადაცია

ენმ და 64 სხვა პარტია ითხოვენ კონსტიტუციით აიკრძალოს ნებისმიერი მცენარის კულტივაცია, რომლისგანაც შეიძლება დამზადდეს ნარკოტიკი

საპატრიარქო ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ან ლეგალიზაცია

გირჩი ითხოვს კონსტიტუციით აიკრძალოს ჭუჭუს წელვა 1 სანტიმეტრზე მეტ მანძილზე, და დაშვებული იყოს მხოლოდ საკუთარ სახლში, ისიც მხოლოდ მოზარდების არ ყოფნის პირობებში“- დაწერა გირჩის ლიდერმა.