„ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ იმ კომპანიის ხელმძღვანელი გამოდის, რომელიც მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი დარწმუნებულია, რომ „ერთხელ და სამუდამოდ გაეცემა პასუხი აბდაუბდა და გაუგებარ ჩანაწერებეს".
„ერთ-ერთი მთავარი, რაც „ქართულ ოცნებას" ახასიათებს არის ის, რომ ბიზნესი გათავისუფლდა ზეწოლისაგან. ხელისუფლებას იმ კომპანიის ხელისუფლება დაუპირისპირდა, რომელიც მიწაზე ახოხიალა „ნაციონალურმა მოძრაობამ". მას „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიეცა საქმის ახლიდან დაწყების შესაძლებლობა, ისევე როგორც ბევრ სხვა ბიზნესს. ახლა ეს ორგანიზაცია უარს აცხადებს ბიუჯეტში თანხების გადახდაზე და უკვე შანტაჟზეც გადავიდა, რაღაც გაუგებარი და აბდაუბდა ჩანაწერებით", - განაცხადა გია ვოლსკიმ „ომეგა ჯგუფის" გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.