თელავში „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციური ერთობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამომრჩევლებს შეხვდა. შეხვედრაზე ვაშაძის შესახებ პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის ქალიშვილმა თაკო ჩარკვიანმაც ილაპარაკა და ის მიზეზები დაასახელა "რის გამოც ვაშაძე ამოარჩია". ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
"რატომ ამოვარჩიე გრიგოლ ვაშაძე – საქართველო უნიჭიერესია, მაგრამ ამ ბრძოლებში, რაღაცნაირად პროფესიონალიზმის რაოდენობრივად სიმწირე შეიქმნა. საქართველოში ჩვენ გვყავს მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელსაც უკვე გაჭრილი აქვს დასავლური გზა და მან ეს დაამტკიცა. ამის მოწმე გავხდი 2008 წლის 8 აგვისტოს პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად, გრიგოლ ვაშაძის მხრებზე გადაირა ზუსტად იმან, რომ მთელს მსოფლიოს შეეტყო – საქართველომ კი არ დაიწყო ომი, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყანა შემოიჭრა.
გადავხედე და თურმე კახეთში ყველაფერი იმ კაცის დროს გაკეთდა, რომლის ოპოზიციაშიც ვიყავი ცხრა წლის განმავლობაში. გარდამტეხი მაშინ იყო სანდრო გირგვლიანის თემა. მაშინ გვერდით ვედექი ირინა ენუქიძეს და რა მოხდა, მე მაშინ ვიცავდი შვილმკვდარ დედას, დღეს ვიცავ შვილმკვდარ მამებს“,- თქვა თაკო ჩარკვიანმა.
ჩარკვიანის თქმით, გრიგოლ ვაშაძე ნაციონალური მოძროაბიდან "საუკეთესო თვისებებს წამოიღებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.