თიანეთში ვაშაძის პლაკატები ჩამოხიეს - ოპოზიციისა და

თიანეთში ვაშაძის პლაკატები ჩამოხიეს - ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

დაპირისპირება მოხდა თიანეთში, ქართული ოცნებისა და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრებს შორის ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რააც ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი და მისი მეგობარი, ოცნების აქტივისტი რომა ფაშურიშვილი, გაერთიანებული ოპოზიციი მხარდამჭერებმა გრიგოლ ვაშაძის პლაკატის ჩამოხევის დროს დააფიქსირეს

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ დეპუტატ ქუცნაშვილის მეგობრის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფაშურიშვილის გამოკითხვა თიანეთის პოლიციაში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც პოლიციამ მას შენობა უკანა კარიდან დაატოვებინა. მიმდინარეობს გამოძიება.

„მთელ რაიონში ყველა პლაკატი პრაქტიკულად არი ჩამოხეული და ვინ ხევდა?-დეპუტატი ქუცნაშვილის, ზაქარია ცნობილი, გამოჩენილი პოლიტიკოსი „ქართული ოცნებიდან," ზაქარია ქუცნაშვილის ბიუროს თანამშრომელი ეს ხელმრუდე ვაჟბატონი. მიუხედავად იმისა, რომ გავაფრთხილე ბატონი ქუცნაშვილი, რომ ხელი აეღო ამ დანაშაულებრივი ქმედებისგან, დღეს ჩვენი ოფისის წარმომადგენლებმა და მეგობრებმა თიანეთში ფაქტზე წაასწრეს ბიუროს თანამშრომელი ქუცნაშვილისა და საკადრისი პასუხი გასცეს,"-განაცხადა ნიკა მელიამ.