რუსეთში, კრასნოდარის მხარეში კანიბალი ცოლ-ქმარი დააკავეს, რომლებმაც წლების განმავლობაში 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.
საზარელი ფაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სამართალდამცავებმა მობილური ტელეფონი იპოვეს, რომელშიც მოკლულთა ფოტოები იყო. რამდენიმე ფოტოზე, თავად ცოლ-ქმარი აღმოჩნდა მსხვერპლთან ერთად. სწორედ, ამის შემდეგ მოხდა მათი დაკავება. როგორც გაირკვა, ერთ-ერთ ფოტოზე მამაკაცი ქალის მოჭრილ თავთან პოზიორობდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელებმა ვედროში მოთავსებული ადამიანის თავი და ძვლები აღმოაჩინეს. ქალის თავი იპოვეს ასევე ნაგვის ურნაში.
სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებმაც დანაშაული აღიარეს.
რუსული მედიის ცნობით, როგორც თავად დაკავებულები ამბობენ, მათ 30 ადამიანი მოკლეს და შეჭამეს.
მედიის ცნობითვე, როგორც გაირკვა, ცოლ-ქმარი 1999 წლიდან იტაცებდა, კლავდა, ანაწევრებდა და ჭამდა ადამიანებს.
პოლიციამ უკვე დაადგინა მათ მიერ 7 ადამიანის მკვლელობა. კანიიბალი ცოლ-ქმრის სახლში მათი მსხვერპლების პირადი ნივთებიც აღმოაჩინეს.
მათ სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.