ქვეყნის შიგნით, ქართველი პოლიტიკოსებისთვის ჩატარებული ტესტი რუსეთის მხრიდან - ასე აფასებს დიმიტრი შაშკინი 2007 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელზეც გავლენიანი ამერიკული გამოცემა სტრატფორი თავის ანალიტიკურ სტრატიაში წერს.
"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას, რომ 2007 წელს გორის მუნიციპალიტეტში წითელსოფლის დაბომბვა იყო ქართული მხარის მიერ დადგმული სცენარი და ქართველი სმხედროების განხორციელებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრი კლასიკურ ღალატს უწოდებს და ამბობს, რუსეთმა სწორედ ამ ტესტის შემდეგ განახორციელა , 2008 წელს ფართომასშტაბიანი შეტება საქართველოზე.
"რუსეთმა, ჩემი აზრით 2007 წლის 6 აგვისტოს დატესტა, არიან თუ არა საქართველოში პოლიტიკოსები, რომლებიც უნამუსოდ გამოვიდოდნენ და რუსეთის მიერ ქართული სოფლის დაბომბვას ქართულ ჯარს დააბრალებდნენ. ეს ტესტი ჩაატარა და 2008 წელს უკვე განახორციელა ფართომასშტაბიან შეტება, რადგან იყო დარწმუნებული, საქართველოში ასეთი პოლიტიკოსები სალომე ზურაბიშვილის სახით არიან." - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
"ეს არის უტყუარი ფაქტი. ის ნარატივი, რომ საქართველოს ხელისუფლება ბომბბავდა თურმე თავის მოსახლეობას, სალომე ზურაბიშვილის მიერ იყო გამოყენებული 2007 წელს, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე 2008 წლის აგვისტოს ომამდე. ის პირდაპირ ხაზს უსვამს, რომ ეს იყო ქართული თვითმფრინავი და იქ იჯდა ქართველი მფრინავი. როგორი პარადაოქსულიც არ უნდა იყოს, დღეს ჩვენ გვაქვს სიტუაცია, რომ ადამიანი, რომელიც აბრალებდა ქართველ მფრინავებს, რომ ისინი ბომბავდნენ ქართულ ტერიტორიას იმისათვის, რომ პრობლემები შეექმნათ სოჭში, დღეს ცდილობს გახდეს საქარველოს ჯარის მთავარსარდალი. დამიანს, რომელსაც უნდა ქართული ჯარის ხელმძღვანელობა, ეს მოღალატე ქალბატონი ჩვენ ჯარს, 2008 წლის ომამდე აბრალებდა საკუთარი მოსახლეობის დაბომბვას. ამ დოკმენტის შემდეგ, ნუთუ დარჩება ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მისცემს ხმას? - აცხადებს შაშკინი "ნიუპოსტთან".