აკი ბაშოზე, ტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინი ახალი სამოსით გამოვიდა. ლევან გორგაძის სპეციალურ სამოსზე საქართველოს დროშა იყო გამოსახული.
ბაშოს მეშვიდე დღეს ტოჩინოშინმა მეხუთედ გაიმარჯვა. მან მონღოლი მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო დაჯაბნა. ხვალ ლევან გორგაძე იაპონელ ოძეკ გუედოს პირველად დაუპირისპირდება.
ტოჩინოშინთან ერთად მე-7 დღეს გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამურუ). სპორტსმენმა 7 ორთაბრძოლიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.