აშშ-ში 65 წელს გადაცილებული იმ ადამიანების 3%, რომელიც წინა წლებში მოიხმარდა კანაფს, „ოქროს ასაკში“ კვლავ უბრუნდება ამ ჩვევას. ახალი კვლევა ჟურნალმა Drug and Alcohol Dependence-მა გამოაქვეყნა.
კვლევით ირკვევა, რომ ბოლო წლებში, წარსულში კანაფის მომხმარებლებში, 65 წელს ზემოთ მისი კვლავ მომხმარებელთა პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 1.4%-ს შეადგენდა.
ამავე კვლევის მიხედვით, 50-64 წლის ამერიკელთა 9%-ს წინა წლებში კანაფი გასინჯული აქვს ან მუდმივად მოიხმარდა მას.
იმ ადამიანების 45%-მა კი, რომლებიც 65 წელს ზემოთ მოიხმარენ კანაფს, ის 21 წლის ან უფრო დიდ ასაკში გასინჯა.
ახალი კვლევა ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის შესახებ აშშ-ის ეროვნული სამსახურის 2015-2016 წლებში მიღებულ მონაცემებს ეყრდნობა. კვლევაში 17 608 ადამიანი მონაწილეობდა.