„სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვერ გელაპარაკება, დიაბეტი აქვს

„სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, ვერ გელაპარაკება, დიაბეტი აქვს"

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაახლოვებით ერთი საათის წინ ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.

ზაზა სარალიძე პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა და მას ექიმების დახმარება დასჭირდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებდა.

"ქრონიკა პლუსის" რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ზაზა სარალიძე კონტაქტური არ იყო.

„სარალიძის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. დამირეკეს, რომ გონი გაკარგა, ხელ-ფეხი დაუბუჟდა და წაიქცაo. როცა მოვედი, სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილზე იყო, მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ უარი განაცხადა, როგორც კარდიოგრამის გადაღებაზე, ასევე უარი განაცხადა გადასხმასა და საავადმყოფოში გადაყვანაზეც. ის არ არის კონტაქტური, ვერ გელაპარაკება, მას აქვს დიაბეტი," - განაცხადა ელისო კილაძემ.

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი რუსთაველის გამზირზე მე-6 დღეა, შიმშილობენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის, თქმით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, საპროტესტო აქცია მაინც გაგრძელდება.