ეგვიპტეში დამთვალიერებლებისთვის 4 300 წლის პირამიდა გაიხსნა

ეგვიპტეში დამთვალიერებლებისთვის 4 300 წლის პირამიდა გაიხსნა

ეგვიპტეში დამთვალიერებლებისთვის 4300 წლის პირამიდა გახსნეს. სამარხი ფარაონთა სასახლის მმართველს და მოსამართლეს მეჰუს ეკუთვნის, რომელიც მეექვსე დინასტიის დროს მოღვაწეობდა და ერთ ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნეოდა. არქეოლოგიური ობიექტი 1940 წელს აღმოაჩინეს, მას შემდეგ იქ კვლევა და რესტავრაცია ტარდებოდა.

სამარხი ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, გიზის უდაბნოში, მემფისთან ახლოს მდებარეობს. ნაგებობაში გრძელი დერეფანი და 4 ოთახია. კედლებზე გამოსახული ილუსტრაციები კი ძველი ეგვიპტელების ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს.