ემზარ კვიციანი:

ემზარ კვიციანი: "ჩემი ნება რომ იყოს, მანდილის გარეშე ქართველ ქალებს ავუკრძალავდი გამოსვლას"

თავსაფარი, რასაც ჰქვია, მანდილი - ჩემი ნება რომ იყოს, ამის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ემზარ კვიციანმა განაცხადა, რომელიც ისეთი თავსაბურავის ტარებას კრძალავს, რომელიც სახეს მთლიანად ფარავს.

მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი უსაფრთხოების სტანდარტებს აამაღლებს და კანონპროექტი არ კრძალავს თავსაფრის ტარებას, არამედ კრძალავს მთლიანი სახის დაფარვას.

"უამრავი მუსულმანური სახელმწიფო ვიცით, სადაც ჩადრით მაინც და მაინც არ დადიან. თავსაფარი დასაშვებია, მაგრამ ჩადრი სხვა რამაა. მე მქონდა საუბარი ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებთან, რომლებსაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, თითქოსდა მათ აეკრძალებათ თავსაფრის ტარება, რაც არასწოია. თავსაფარი, რასაც ჰქვია, მანდილი - ჩემი ნება რომ იყოს ამის გარეშე ქართველ ქალებსაც ავუკრძალავდი კარში გამოსვლას, ისე უხდება ქალს მანდილი. ჩადრი, ნიქაბი და ბურკა, რომლებიც სახეს მთლიანად ფარავს, საზღვარზე ადამიანის იდენტიფიცირებას ხელს უშლის", - აღნიშნა კვიციანმა გადაცემა "360 გრადუსში"

დეპუტატის თქმით, კანონპროექტის განხილვაა კომიტეტებზე ჯერ არ მომხდარა, თუმცა მას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ ინიციატივას უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.