ტოკიოში მიმდინარე „აკი ბაშოზე" ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა მოიგო. ტოჩინოშინის მეტოქე მონღოლი სეკივაკე - იჩინოჯო იყო. ტოჩინოშინმა ირიკირის ილეთით მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ, ტოჩინოშინი მოგება-წაგებათა ბალანსი 5-2-ზე გაუხდა და მიზანს, ანუ ოძეკის ტიტულის შენარჩუნებას, მიუახლოვდა. ამისთვის დარჩენილი რვა ორთაბრძოლიდან, სამის მოგება სჭირდება.
დღესვე თავისი შეხვედრა თეიმურაზ ჯუღელმაც მოიგო, „ჯურიუ" დივიზიონში გაგამარუ მერვე მეაგაშირა - ცურუგიშოს დაუპირისპირდა და შვიდი ორთაბრძოლიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.