ამერიკული მას-მედიის ცნობით, ცნობილი კინორეჟისორი სტივენ სპილბერგი მალე დაიწყებს ფუტურისტული დრამის “რობოპოკალიფსის” გადაღებებს.
ფილმს საფუძვლად დაედო დენიელ ჰ. უილსონის ამავე სახელწოდების რომანი, რომელშიც აღწერილია რობოტების აჯანყების გამო, საფრთხეში ჩავარდნილი კაცობრიობის ბრძოლა გადარჩენისათვის.
სცენარი დრიუ გოდარს ეკუთვნის. უილსონის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ნაწარმოების ეკრანიზაციის უფლება სტივენ სპილბერგის სტუდიამ 2009 წელს შეიძინა.
რომანს მკითხველი მიმდინარე წლის სექტემბერში იხილავს, ხოლო ფილმი კინოგაქირავებაში 2013 წლის ზაფხულში გამოვა.
სპილბერგის ორი ახალი სურათი “ტინტინის თავგადასავალი” და “საბრძოლო ცხენი” ამერიკის ეკრანებზე 2011 წლის ბოლოს, თითო კვირის განსხვავებით, შესაბამისად, 21 და 28 დეკემბერს გამოვა.