რუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მალახოვი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში დაბინავდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახური ადსასტურებს, რომ რუსი ჟურნალისტების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯები სწორედ უწყებამ დაფარა.
მათი განმარტებით, მალახოვი გადაცემას "შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად" ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული.
მალახოვი შატო მუხრანშიც იმყოფებოდა, ასევე დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი სიგუა, ჩოგოვაძის უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ის ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.
„მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს საზღვრებს წევს, იტაცებს ჩვენს მიწებს, ჩვენს მოქალაქეებს, მავთულხლართებს გადმოწევს, საოკუპაციო პოლიტიკას აწარმოებს. ამ დროს ქართული ბიუჯეტის თანხები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდანგადის საეჭვო არხებით და გზებით რუსეთში,“ - განაცხადა ჯემ ფესტის დამფუძნებელმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, გიორგი სიგუამ.