სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია 16 წლის მოზარდი

სისხლიანი გარჩევა თბილისში - დაჭრილია 16 წლის მოზარდი

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს. შემთხვევა დიღომში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მოხდა. თვითმხილველთა თქმით, გვიან ღამით, მოზარდები კარტს თამაშობდნენ, რა დროსაც შელაპარაკება დაიწყო, რაც ბიჭის დაჭრით დასრულდა. მოზარდი ბარძაყის არეშია დაჭრილი. 

ის იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო და ჩაიუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამჟამად, მოზარდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებული, 20 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან სამ საათში დააკავეს. 

გამოძიება ჯანმრთელობის განზღახ, მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.