"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დირექტორი და ლაღიძის წყლის კაფე-ბარების ქსელის მფლობელი, ვახტანგ ლაღიძის მიერ ხელისუფლების რჩეული „დამოუკიდებელი“ საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისთვის 50 000 ლარის შეწირვას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„კოკა კოლას" ფეისბუქ გვერდზე ფეისბუკმომხმარებლები ჰეშთაგებით: #რუსეთიოკუპანტია #არაოკუპაციას #Russiaisoccupant კომენტარებს ტოვებენ და ლაღიძეს რუსეთის გეგმის დამფინანსებელს უწოდებენ.