ერაყში, მოსულის უნივერსიტეტის ნანგრევებში აღდგენითი სამუშაოების დროს მუშებმა 10 მილიონი დოლარი იპოვეს. ინფორმაციას Kurdistan 24 ავრცელებს.
ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ქალაქ მოსულს 2014-2017 წლებში აკონტროლებდნენ. ერაყის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ნაპოვნი ფული სავარაუდოდ, სწორედ ისლამურ სახელმწიფოს ეკუთვნოდა, უნივერსიტეტის შენობაში ისლამური სახელმწიფოს „ფინანსთა სამინისტრო“ იყო განთავსებული.
დაჯგუფებამ 2014 წლის შემდეგ, ერაყსა და სირიაში კონტროლირებადი ტერიტორიების თითქმის 90% დაკარგა.
ისლამური სახელმწიფო არის სალაფიტური ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 1999 წელს იორდანიაში, რადიკალი ისლამისტის აბუ მუსაბ ალ-ზარქავის ხელმძღვანელობით.