100 წლის ბრიტანელის თქმით, სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ტკბილეულშია

100 წლის ბრიტანელის თქმით, სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო ტკბილეულშია

ბრიტანეთში სომერსეტის საგრაფოს ყოფილი მცხობელი ლესლი ჰეიმანი, რომელიც სექტემბერში 100 წლის გახდა, ამბობს, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობის საიდუმლო არის ის, რომ დესერტზე უარი არასდროს უთქვამს. ამის შესახებ გამოცემა Metro წერს. 

ჰეიმანს სამი შვილი, ხუთი შვილი და ათი შვილთაშვილი ჰყავს."ის ძალიან ენერგიულია და დღემდე მებაღედ მუშაობს", - ჰყვებიან ოჯახის წევრები.

ჰეიმანი ამბობს, რომ კარგ ფორმაში "კარგი მადის" გამო არის. ვახშმობის შემდეგ, არასდროს ამბობს უარს დესერტზე, განსაკუთრებით კი ვაშლის ნამცხვარსა და შოკოლადის ბრაუნზე.