მიანმარში კაცს მუცლიდან 26 წლის წინ ჩატოვებული ქირურგიული ინსტრუმენტი ამოუღეს

მიანმარში კაცს მუცლიდან 26 წლის წინ ჩატოვებული ქირურგიული ინსტრუმენტი ამოუღეს

ექიმებმა მიანმარში კაცს მუცლის ღრუდან 15-სანტიმეტრიანი ქირურგიული ინსტრუმენტი ამოუღეს, რომელიც მას 26 წლის წინ ოპერაციის დროს შემთხვევით ჩაუტოვეს. ამის შესახებ გამოცემა Coconuts-ი წერს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში კაცს მუცლის მწვავე ტკივილები ჰქონდა. ნაპოვნი იარაღის შესახებ ოჯახმა იმ ექიმს მოახსენა, რომელმაც ოპერაცია 26 წლის წინ ჩაატარა, თუმცა ის არ გამოტყდა.

მან ყველაფერი მედდებს გადააბრალა, რომლებსაც ოპერაციის შემდეგ ინსტრუმენტები უნდა დაეთვალათ. ქირურგმა გაიხსენა, რომ მაშინ პაციენტი ამ ოპერაციით სიკვდილს გადაარჩინეს და თანაც, ელექტროენერგიის არარსებობის გამო, ოპერაცია ფანრების შუქის ქვეშ ჩატარდა.

პაციენტის ნათესავებმა შესაბამისი დოკუმენტაციით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს. მან მომხდარი ფაქტის შესწავლა დაიწყო.