რობერტო ლანდი საქართველოში დარჩა და „ცხინვალში“ გადავიდა

რობერტო ლანდი საქართველოში დარჩა და „ცხინვალში“ გადავიდა

რობერტო ლანდიმ „ცხინვალი“ ჩაიბარა. ეროვნული ლიგა 2-ის გუნდს იტალიელი მწვრთნელი წლის ბოლომდე გაწვრთნის.

რობერტო ლანდი ივლისში ფოთის „კოლხეთში“ მუშაობდა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების გამო, აგვისტოში გუნდი დატოვა.

თუმცა, ის საქართველოში დარჩა, რადგან „კოლხეთიდან“ წამოსულ ერთ-ერთ სპონსორს ქართული გუნდის აყვანაზე ხელი არ აუღია და იტალიელთან თანამშრომლობის გაგრძელებასაც აპირებს.

მანამდე კი ლანდი „ცხინვალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი სპეციალისტი 1999-2000 წლებში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.