პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილიდან ოთხი თვე გავიდა. მაგრამ, მსოფლიო მედიაში ისინი აქტუალობას მაინც არ კარგავენ. ამჯერად ყველას აინტერესებს ის, არის თუ არა მეგან მარკლი ორსულად.
როგორც ტაბლოიდები წყაროზე დაყრდნობით წერენ, პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სურთ ბავშვი მალე შეეძინოთ, სწორედ ამიტომ მათ „უწყვეტი“ სექსი აქვთ.
ამავე წყაროს ინფორმაციით, მეგანს ტელეფონში სპეციალური აპლიკაცია აქვს, რომლითაც აკონტროლებს თუ როდისაა საუკეთესო პერიოდი დაორსულებისთვის.
„წყვილს სექსი აქვს დილით, შუა დღისით და ღამით, ხოლო ჰარი ამის გამო, სულაც არ წუწუნებს. მისი მიზანია მეგანი მალე დაორსულდეს“, - წერს გამოცემა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 19 მაისს დაქორწინდნენ.