აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მექსიკისთვის 17 000 მიგრანტის დეპორტაციის უზრუნველყოფისთვის 20 მილიონი დოლარის გამოყოფას აპირებს. ამის შესახებ New York Times-ი წერს.
მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერი აცხადებდა, რომ სასაზღვრო კედლის მშენებლობისთვის მეხიკოს თანხის გადახდას აიძულებდა.
როგორც New York Times-ი წერს, 2 წლის შედეგ კი აშშ აპირებს სამხრეთელ მეზობელს თითოეული მიგრანტის დეპორტაციისთვის გადაუხადოს.
ზომების მიზანი ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტების ნაკადის შეჩერებაა: ისინი აშშ-ის ტერიტორიაზე მექსიკის გავლით ხვდებიან. ვაშინგტონის ფინანსური დახმარების წყალობის მექსიკელები მათ უკან, სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.