რატომ გაითიშა „იმედი“ Myvideo-ზე და სად შეიძლება ინტერნეტით პირდაპირი ეთერის ყურება

რატომ გაითიშა „იმედი“ Myvideo-ზე და სად შეიძლება ინტერნეტით პირდაპირი ეთერის ყურება

Myvideo.ge-მ „იმედის“ სამი არხის (იმედი, მაესტრო, GDS) რეტრანსლირება შეწყვიტა. როგორც ტელეკომპანიის იურისტი ანდრო ლაშხი განმარტავს, Myvideo.ge-ს, ისევე როგორც სხვა ოპერატორებს, „იმედის“ არხების რეტრანსლირებისთვის ნებართვა უნდა მოეპოვებინა.

„იმისთვის რომ რეტრანსლირება განახორციელო, ოპერატორმა უნდა მოიპოვოს ნებართვა. ტელეკომპანია ამ ნებართვას გასცემს უფასოდ ან შესაბამის საფასურსს აწესებს. Myvideo.ge-სთან ამ ნებართვის მიღების შესახებ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. მიუხედავად ამისა, ის 2017 წლის დეკემბრიდან უკანონოდ ახორციელებდა ჩვენი არხების რეტრანსირებას, რის შემდეგაც ტელეკომპანიამ მარეგულირებელ კომისიას მიმართა"- განაცხადა ანდრო ლაშხმა.

მარეგურებელ კომისიაში აცხადებენ, რომ Myvideoge-მ რესტრანსლირების შეწყვეტის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

როგორც imedinews-ს Myvideo.ge-ში განუცხადეს. ისინი ამ თემაზე განმარტებას დღეს გააკეთებენ.

ინტერნეტში ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირი ეთერის ყურება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე www.imedi.ge.